„საქართველო არის ესე!“ - სართიჭალის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა
30-05-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N1 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

აქტივობა „საქართველო არის ესე!“ პედაგოგ ნანა კიპაროიძის ხელმძღვანელობითა და ნიჭიერი მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელდა.

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა საინტერესო მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომრებით დამსწრეთა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

მათ წარმატებით შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი და სექტემბრიდან შემეცნებას განახლებული ძალებითა და მოტივაციით შეუდგებიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203