აგარის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, აგარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნათელა მგელაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.
26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101 წლისთავი აღნიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს