წეროვნის N3 საჯარო სკოლას საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
29-05-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N3 საჯარო სკოლამ საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საინფორმაციო კამპანია საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" კვალიფიციური ტრენერების მიერ  მოსწავლეებს ჩაუტარდათ სემინარები და პრაქტიკული აქტივობები საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე გადაეცათ ქვეითებისთვის განკუთვნილი სპეციალური შუქამრეკლები და საინფორმაციო მასალები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203