
თბილისის N146 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონწიალეობა კიდევ ერთ სპორტულ აქტივობაში მიიღეს.
სკოლის ინფორმაციით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „კოკა-კოლას თასი 2019“-ის გათამაშებაზე თბილისის სკოლებს შორის ფინალური სერიის შეხვედრები გაიმართა - „კოკა-კოლა სთასი 2019".
თბილისის მასშტაბით გოგონათა უძლიერესი გუნდი გამოვლინდა და დედაქალაქის სახელს კვარიათში 146-ესაჯარო სკოლა (დირექტორი-ირმა ტყებუჩავა) დაიცავს.
ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და „კოკა-კოლას" პრეზიდენტმა, თემურჭყონიამ გადასცეს.
„კოკა-კოლასთასი 2019“-ის ფინალური ეტაპი ივნისის თვეში, ქალაქ ბათუმში გაიმართება. მონაწილე გუნდები კი, ერთი კვირის განმავლობაში კვარიათში იცხოვრებენ.
იხილეთ ფოტოები: