
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებაზე, რომელიც დილისკის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა, სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზება არაქართული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის კონსულტანტ- მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ და დამხმარე მასწავლებელმა ხატია ჯვარიძემ გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
იხილეთ ფოტოები: