აკეთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა
29-05-2019

ლანჩხუთის აკეთის საჯარო სკოლამ ტრადიციებს არც ამჯერად უღალატა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართა ისტორიის მასწავლებელმა ლეილა გოგელიამ და მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ჩაატარეს ვიდეო გამოკითხვა თუ რას ნიშნავდა მათთვის 26 მაისი. გააკეთეს პრეზენტაციები, ფოტო-ვიდეო მასალების ფონზე, წაიკითხეს ლექსები, მომზადდა გაზეთი „გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია“. ღონისძიება დასრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე.

აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლე-ახალგაზრდობა კიდევ ერთხელ დააფიქრა ამ დღის მნიშვნელობაზე, რომელიც სიამაყის განცდას უნდა აღუძრავდეს თითოეულ მათგანს და ამ მონაპოვარს დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203