„ანბანი-ფარნავაზის ლაშქარი“- სართიჭალის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
29-05-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N1 საჯარო სკოლამ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა.

,,ანბანი-ფარნავაზის ლაშქარი" - I გ კლასის მოსწავლეებმა დამსწრეებს ორიგინალური აქტივობა წარუდგინეს.

საღამოს პატარების საუკეთესოდ შესრულებული როლებთან ერთად პირველი კლასის მასწავლებლის, შორენა შველიძის ხელით შექმნილი დეკორაცია ალამაზებდა.

ღონისძიებამ აუდიტორიის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203