კიროვაკანის სკოლამ მე-12 კლასის მოსწავლეები საინტერესო ღონისძიებით გააცილა
29-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიროვაკანის სკოლამ მე-12 კლასის მოსწავლეები საინტერესო ღონისძიებით გააცილა.

ღონისძიებას მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ. სკოლადამთავრებულები საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ საყვარელ სკოლას.

დირექტორმა პეტროს აკოპიანმა და კლასის დამრიგებელმა კარინე აკოპიანმა კიდევ ერთხელ გაულამაზეს ეს დღე ახალგაზრდებს და დაულოცეს გზა. მოსწავლეებმა კი საკუთარი ემოციებით, ლექსებით, სიმღერებითა და სხვა საინტერესო აქტივობებით დაამახსოვრეს თავი დამსწრე საზოგადოებას.

„იმედი გვაქვს თავს დაიმკვიდრებენ მომავალი ცხოვრების ასპარეზზე ჩვენი ახალგაზრდები ! წარმატებებს ვუსურვებთ მათ !“ - მ. ვახტანგიშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203