დიდი არაქალის საჯარო სკოლაში XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
29-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი არაქალის საჯარო სკოლაში XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კიდევ ერთი თაობა გაისტუმრა სკოლამ თავისი კედლებიდან. ემოციებით დატვირთულ დღეს XII კლასის დამრიგებელმა, ჰაირფი ჰარუთიუნიანმა სკოლიდან 12 მოსწავლე გააცილა. მეთორმეტეკლასელებიდან ერთ-ერთმა - სირარფი ზაქარიანმა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ხოლო შაქრო აღჯოიანი უკვე სტუდენტია.

სკოლა ამაყობს სირარფისა და შაქროს  წარმატებით, უსურვებს, რომ ასეთივე წარმატებული ყოფილუყვნენ მათი ცხოვრებისეული გზაც.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარმოუდგინეს. მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული ამაგისათვის და წარმატებები უსურვეს. სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს რთულ, ცხოვრებისეულ აღმართზე გზა დაულოცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203