საგარეჯოს N3 საჯარო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა
29-05-2019

საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს.

ღონისძიება, სახელწოდებით- „მოგზაურობა ისტორიაში“, საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექტორის ნატალია კურდღელაშვილის ინიციატივითა და ვენერა გოდერძიშვილის ხელშეწყობით ჩატარდა.

ღონისძიებაში საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. (კლასის ხელმძღვანელი ნინო როსტიაშვილი)

ღონისძიებას საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი, საგარეჯოს მერიის წარმომადგენლები და სახალხო არტისტი თემურ წიკლაური ესწრებოდნენ.

თემურ წიკლაურმა ღონისძიების დასასრულს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პატრიოტული სიმღერები შეასრულა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203