ხიდრის საჯარო სკოლას მშვიდობის კორპუსის ახალი ნაკადის მოხალისეები ესტუმრნენ
29-05-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლას მშვიდობის კორპუსის ახალი ნაკადის მოხალისეები სტუმრობდნენ.

ვიზიტის მიზანი ქართული სკოლის მახასიათებლების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო. მოხალისეები არა მხოლოდ ინგლისურის, არამედ ქართულის და მათემატიკის გაკვეთილებსაც დაესწრნენ.

„ჩვენი და რეიჩელის ერთწლიანი მუშაობა შეიძლება შეფასდეს როგორც თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, მშვიდობის კორპუსის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში“,-ამბობს ხიდრის საჯარო სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203