მლეთის სკოლაში თემაზე „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია ჩატარდა
29-05-2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მლეთის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ნინო მელიქიშვილმა თემაზე „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ პრეზენტაცია ჩაატარა.

თემის პრეზენტაცია ანანია ჯაფარიძის ნაშრომის მიხედვით (ანალოგიურ თემაზე პრეზენტაცია ფასანაურის საჯარო სკოლაშიც ჩაატარა) გაიმართა.

პრეზენტაციაში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეები დამატებით ინფორმაციას გაეცნენ საქართველოს პოლიტიკურ-ისტორიულ როლზე ჩრდილოეთ კავკასიაში. სკოლის წარმომადგენელის ცნობით, მათ განუვუთარდათ ანალიზის, მსჯელობის, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები. გამოყენებული ჰქონდათ თვითნაკეთი რუკა, ვიზუალური თვალსაჩინოებისათვის.

პრეზენტაციის ბოლოს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფილმი აჩვენეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203