
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ფარნავაზიდან იაკობამდე“, რომელიც მოამზადეს პედაგოგებმა ქნარი ხანჯანიანმა და ლია მიშვიძემ.
ღონისძიება ეძღვნებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას და მიზნად ისახავდა IV კლასის მოსწავლეების გააქტიურებას.
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. ღონისძიების დამთავრების შემდეგ სკოლის ეზოში VI კლასის მოსწავლეებმა და მომავალმა პირველკლასელებმა ფიჭვის ნერგები დარგეს.
იხილეთ ფოტოები