ახალსოფლის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე ლაშქრობით აღნიშნეს
29-05-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლაშქრობით აღნიშნეს.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები საყვარელ პედაგოგებთან ერთად ბუნებაში გავიდნენ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა მოაწყეს.

ბავშვებმა სპორტულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და ღია ცის ქვეშ დრო საუკეთესოდ გაატარეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203