„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“ - ქსოვრისის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
29-05-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის ელიზა ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს სასკოლო ღონისძიება - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა“.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიიდან წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს სიმღერები.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს.  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203