რუისის N2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს
29-05-2019

ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს (კლასის ხელმძღვანელი მერი გასიევა).

ღონისძიების დასასრულს  აღნიშნული თემის ირგვლივ ცნობადობის ამაღლების მიზნით მაყურებელში დაისვა კითხვა, სწორი პასუხი ავტორი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს.  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203