
ხელვაჩაურის წინსვლის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
წინსვლის საჯარო სკოლაში აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდაზე, ამ მიზნით კი ხშირად იმართება შემეცნებითი ღონისძიებები.
საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
იხილეთ ფოტოები