
ლენტეხის მუნიცპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ აღინიშნა : ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და აცრემლებული მასწავლებლები.
მე-12 კლასელებმა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და ამახსოვრებელი დღე აჩუქა რცხმელურის სკოლას.
მე-12 კლასის ხელმძღვანელის ბაია ქურასბედიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კარგად გაწერილი სცენარით-ბოლო ზარის ფრაზებით,სასაცილო ლექსებით,ცეკვა-სიმღერით,მასწავლებლებზე სხვადასხვა ნომინაციებში დარიგებული სიგელებით გაამხიარულეს სკოლის კედლები.
სევდანარევი სიხარულით იყო სავსე ეს დღე,საუკეთესო 4 მოსწავლეს დაემშვიდობა სკოლა,აქედან 2 მოსწავლე სალომე და დავით ტვილდიანები ოქროს მედლის კანდიდატები არიან. რცხმელურის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს მათ ცხოვრების ახალ ასპარესზე.
იხილეთ ფოტოები: