
საჩხერის მუნიციპალიტეტის ვიქტორ ნოზაძის სახელობის მოძვის საჯარო სკოლაში, გაიმართა სასწავლო პროექტის „ქართული კულტურის ძეგლები“ პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ნინო ცარციძე იყო. პროექტზე მუშაობდნენ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები. მონაწილე მოსწავლეებმა მაისის თვეში მოიძიეს ინფორმაცია ქართული კულტურის ძეგლების შესახებ, გაიხსენეს ექსკურსიის დროს ნანახი ძეგლები და მოამზადეს პრეზენტაციები.
იხილეთ ფოტოები: