ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე და პადაგოგი კონფერენციაში - „ოქროს რიცხვი -2019“ მონაწილეობდნენ
29-05-2019
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიაში ყოველწლიური კონფერენცია - „ოქროს რიცხვი -2019“ ჩატარდა.
კონფერენციაზე მიწვეული იყო ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბის - „xenon“ ყველაზე აქტიური წევრი მე- 11 კლასის მოსწავლე მარიკა ცინცაძე და პადაგოგი ლელა ფირცხალაიშვილი.
კონფერენციაზე მოსწავლემ და პედაგოგმა წარადგინეს მოხსენება თემაზე - „რადიოაქტიურობა და მედიცინა“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოხსენებამ მოწონება და სერტიფიკატი დაიმსახურა.