
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა ხათუნა ლოჩოშვილმა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარინა ჯუღელმა გაუწიეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის დირექციამ პირველი კლასის მოსწავლეების მიერ წარდგენილი ღონისძიება დადებითად შეაფასა, მოსწავლეებს წარმატებული მომდევნო სასწავლო წელი უსურვა და ხათუნა ლოჩოშვილსა და მარინა ჯუღელს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/WWW.ARGOTV.GE/videos/428418751040505/
იხილეთ ფოტოები: