ხელვაჩაურის რაიონის ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გაიმართა.
პირველკლასელებმა დამრიგებლის დარეჯან ბასილაძის ხელძღვანელობით საკლასო ღონისძიება თემაზე „გამომშვიდობება ანბანთან“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თინათინ მღვდლიაშვილის „ანბანთქება“. დადგეს სპექტაკლი „წითელქუდა“.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ლალი ქათამაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის კლასი მას.
სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვებს ბედნიერ არდაგებები და ხალისიანი დასვენება უსურვა.
იხილეთ ფოტოები: