მუქედის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა
29-05-2019

ვანის მუნიციპალიტეტის, მუქედის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეგოთ საქართველოს სისხლიან წარსული, 9 აპრილს დაღუპულთა ვინაობა და მათი თავგანწირვის მნიშვნელობა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.

ღონისძიება სკოლის დირექტორმა აკაკი კორძაძემ გახსნა. დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, 9 აპრილს დაღუპულებსა და ეროვნულ გმირებზე - ზვიად გამსახურდიასა  და მერაბ კოსტავაზე ისაუბრა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

„ისინი აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობდნენ აღნიშნულ ღონისძიებაში. გაიხსენეს და წაიკითხეს ამ დღისადმი მიძღვნილი თითქმის ყველა ლექსი. მოისმინეს უკვდავი - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და „სალაღობო“. ღონისძიების შემდეგ კედლის გაზეთი დაამზადეს და ასევე მოაწყვეს კუთხე სპეციალურად 9 აპრილს დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად. ღონისძიების მოწყობით გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებში, ყოველთვის ემახსოვრებათ და   პატივისცემით მოიგონებენ თავისუფლებისათვის, 9 აპრილს, დაღუპულებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების ორგანიზატორია სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა კორძაძე. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203