გორისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
29-05-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გორისციხის საჯარო სკოლაში ღონისძიება, სახელწოდებით - „აი ია“ ჩაატარეს.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება გორისციხის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა გაუწია, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და მის მნიშვნელობაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203