სვირის საჯარო სკოლამ პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა
29-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის სვირის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანი საინტერესო აქტივობით გააცილეს.
მოსწავლეებმა პედაგოგ ლია ნოზაძისა და ნელი დალალიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლამ პატარებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამომავლო წინსვლა უსურვა.