ზიკილიის საჯარო სკოლაში „სახალისო ექსპერიმენტები“ განხორციელდა
29-05-2019

პროექტი, სახელწოდებით - „სახალისო ექსპერიმენტები“,  ახალციხის რაიონ ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ქიმიის პედაგოგის ინიციატივით დაიგეგმა.

მოსწავლეების მიერ განხორციელებულ ექსპერიმენტებს სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ბაშვებმა დამსწრე საზოგადოებას ქიმიური ცდები წარმოუდგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი, რომლის მიმართაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, სკოლის მასშტაბით ქიმიის პოპულარიზაციას ისახავდა მიზანს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203