
ხაშურის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართა.
„თორმეტ დღესავით გაფრენილი თორმეტი წელით“ - ამ სახელწოდებით ჩატარებულ ზეიმზე მე-12 კლასელებმა გამოსამშვიდობებელი სიტყვებით მიმართეს დირექციას, პედაგოგებს, თანატოლებსა და თანასკოლელებს.
მათ ასევე შეაჯამეს განვლილი წლები, გამოხატეს ემოციები, გულთბილი დამოკიდებულება პედაგოგებისა და სკოლის მიმართ. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა ცხოვრებისეული გზა დაულოცეს მათ.