ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ამ დღემ კიდევ ერთხელ შეახსენა, დაანახა და გაუღრმავა მოსწავლეებს პატრიოტიზმის გრძნობა. გაუღრმავა პატივისცემა იმ გმირი მამულიშვილების მიმართ ვის მსხვერპლსა და სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია. ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს ასეთი კარგი, გულში ჩამვწდომი ღონისძიებებისათვის, რადგან თითოეული მოსწავლის თვალებში აციმციმდა ღირსეული მამულიშვილობის, თავდადებისა და ბრძოლის უნარის ვარსკვლავი.