გეჯეთის საჯარო სკოლა საზოგადოებრივი ღონისძიებების აქტიური მონაწილეა
29-05-2019
სენაკის მუნიციპალიტეტის გეჯეთის საჯარო სკოლამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მრავალფეროვან ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზა.

26 მაისს მოსწავლეები და პედაგოგები ქალაქში გამართულ ყვავილების ფესტივალს ესტუმრნენ, საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ და სპორტულ შეჯიბრში მოწინავე ადგილიც მოიპოვეს.

ბავშვების შეფასებით, მათ კიდევ ერთი პოზიტიური და ენერგიული დღე გაატარეს ერთად.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203