ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანი „გააცილეს“
29-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა გაუწია, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გამოირჩეოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.