ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლამ საინტერესო სოციალურ პროექტს უმასპინძლა.
„მეგობრობა გზა და ხიდად“ მუსიკის მასწავლებლის, მაკა დავითულიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ორი სკოლის, ქვედა ცაგერისა და აღვის სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრობის ხიდის გადებას ისახავდა მიზნად .
მოსწავლეები სახალისო მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ ერთმანეთის და დამსწრეებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს.
ღონისძიებამ შემეცნებით და თბილ გარემოში ჩაიარა და მეგობრობის პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.
იხილეთ ფოტოები