ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
29-05-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, ნინოწმინდის საჯარო სკოლის III კლასში ღონისძიება - „დედა ენის დღე“ ჩატარდა.
მესამეკლასელებმა ღონისძიება დედა ენის დღეს მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში დედა ენის სიყვარულისა და პატივისცემის ჩანერგვა.
„მოსწავლეებმა მიმოიხილეს ქართული ენის ისტორია, მოიძიეს მასალები დასაბამიდან დღემდე. გაიხსენეს ის წინაპრები, რომლებმაც დაიცვეს და გადაარჩინეს სამშობლო. ზეიმში მთელი კლასი მონაწილეობდა. მესამეკლასელებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს