თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-05-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები გელა ადამიანი, ლიზი თოლორაია, ლიანა ელიბეკიანი, ნინო ხუციშვილი და ნანა ბეშიძე საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ.
სკოლის აღსაზრდელებს პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ვულოცავთ ჩვენს საყვარელ და საამაყო მოსწავლეებს და მრავალ წარმატებასა ვუსურვებთ!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.