
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ სპორტულ აქტივობებში ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - სანათა საჯაიამ (გოგონათა შორის გამართულ მაგიდის ჩოგბურთში) და ალიკა საჯაიამ (მძლეოსნობაში-სირბილი) პირველობა მოიპოვეს.
სპორტულ ღონისძიებებში წარმატებით იასპარეზეს კარატისტებმა : მიშიკო ხარჩილავამ, დათო კაკაჩიამ და მათე ტაბაღუამ.
იხილეთ ფოტოები: