წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თამარობასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩატარდა
29-05-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან ლობჟანიძემ თამარობასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „თამარ მეფე“ წაიკითხეს. მოთხრობაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა. 

ელენე ცაავამ, საბა თუთბერიძემ, ლუკა კალაძემ და სხვებმა თამარ მეფის პერიოდის საქართველოს ოქროს ხანაზე ისაუბრეს.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას და სხვა პოეტების თამარ მეფისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203