ქვედა სამების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
29-05-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლამ ინტელექტუალურ კონკურსს - „რა? სად? როდის?“ უმასპინძლა.

ღონისძიებას, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ, ორგანიზება ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელმა ლელა ვერულიძემ გაუწია. 

სკოლებს შორის გამართულ კონკურსზე, პირველობისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლის - ქვედა სამების, ხუცუბნის, ჭახათის და სოფელ ქობულეთის გუნდები ასპარეზობდნენ.

ღონისძიების მონაწილეები სიგელებთან ერთად, კინტრიშის დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან ექსკურსიითა და შემეცნებითი ჟანრის ლიტერატურით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203