თელეთის საჯარო სკოლაში კონკურსი „ლიტერატურის მოყვარული 2019“ ჩატარდა
29-05-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის დამრიგებელმა (მ. ბუდაღაშვილი) მორიგი კონკურსი - „ლიტერატურის მოყვარული 2019“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი, ტრადიციულად, ყოველწლიურად, ტარდება და მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაციას და წიგნიერების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.