დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს
29-05-2019

დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება, სახელწოდებით - „ჩვენ და ზღაპრები“ გაიმართა.

ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზება კლასის დამრიგებელმა მაია მთვარაძემ გაუწია, სკოლის დირექტორი ლაურა ტატუაშვილი, დირექტორის მოადგილე გიული მანთაშაშვილი, სკოლის პედაგოგები  და სკოლისა და სოფლის ბიბლიოთეკარები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა ზღაპრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოკვეთეს ზღაპრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს მეზღაპრეები და მათი შემოქმედება. ასევე ისაუბრეს ზღაპრების მნიშვნელობაზე მსოფლიო კულტურაში. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა „წითელქუდა“ და ზღაპარი ასო-ბგერებზე წარმოადგინეს.    

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203