აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში საერთაშორისო კვლევა ჩატარდა
29-05-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-4 (მასწავლებელი ზამირა აფხაზავა) და მე-8 კლასებში მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) ჩატარდა.
კვლევა სკოლაში ელექტრონული ტესტირების სახით გაიმართა. მომსწავლეები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ. ტესტირება სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულნა ცენტრმა ჩაატარა.
TIMSS-ი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევებს იკვლევს.