გუთურის საჯარო სკოლაში თემაზე - „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“ მომზადებული პროექტის განხილვა გაიმართა
28-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გუთურის საჯარო სკოლაში თემაზე - „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“ მომზადებული პროექტის განხილვა ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სრულყოფილად წარმოაჩინეს მე-12, მე-13 საუკუნის დიდი მოღვაწე, პოეტი შოთა რუსთაველი თავისი უკვდავი პოემით და ეპოქა მიმოიხილეს.

„წარმოდგენილი იყო ვიდეო, საინფორმაციო მასალა, ფოტო კოლაჟი, კედლის გაზეთი. სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ამონარიდები „ვეფხისტყაოსნიდან“, მხატვრული ფონი გაამდიდრეს „ავთანდილის ანდერძით“, რომელიც გურამ საღარაძის მიერ (ჩანაწერის სახით)იქნა წაკითხული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აქტივობას პედაგოგი ნანა კალანდაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203