თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გამართეს
28-05-2019
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ტრადიციულად „ანბანის გაცილების“ ღონისძიება გამართეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელები მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე წარსდგნენ ლექსებით, სიმღერებით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირებით. ღონისძიებას ფონად მიჰყვებოდა სასიამოვნო და მხიარული განწყობა. მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობის ღვაწლზე, ქართული ანბანის სიდიადეზე.

ღონისძიების მომზადების პროცესში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. მოსწავლეებს გადაეცათ მშობლების მიერ დამზადებული საჩუქრები ალბომების სახით. როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ღონისძიებამ ამაღლებულ ნოტზე ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203