ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების როლი მოირგეს
28-05-2019
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში „თვითმმართველობის დღე“ განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეებისთვის ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში განხორციელებული „თვითმმართველობის დღე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ადმინისტრაციისა და მასწავლებლების როლი მოირგეს, საინტერესო და სახალისო იყო.
მოსწავლეებმა ჩაატარეს გაკვეთილები, რომლებსაც ესწრებოდნენ პედაგოგები. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში როლები შემდეგნაირად გადანაწილდა: დირექტორი - თამარ ჭიპაშვილი (XI კლასი) სასწავლო ნაწილი- ლიზა ბარბაქაძე (XI კლასი) პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე- გრიგოლ ხიჯაკაძე.(X კლასი) საინფორმაციო მენეჯერი- ბარბარე ლურსმანაშვილი (X კლასი) ექიმი- საბა მესხი (IX კლასი) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი- ნიკოლოზ ღონღაძე (VIII კლასი) უფროსი მორიგე- გურამ ბერაძე (XI კლასი)
დღის ბოლის გაიმართა პედსაბჭო, სადაც პედაგოგმა მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი დღე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს