ქარცეფის საჯარო  სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
28-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქარცეფის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება „ანბანის გაცილება“ გამართეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა და დამსწრე საზოგადოებამ პირველკლასელებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203