საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სპორტულ აქტივობაში მონაწილეობდნენ
28-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სპორტულ აქტივობაში - „მხიარულ სტარტები“ აქტიურად ჩაერთნენ.
მონაწილეები ორ გუნდად - „მართვეებად“ და „არწივებად“ გაიყვნენ.
ჟიურის შეფასებით თამაში თანაბარი ქულებით დასრულდა.
„მონაწილეები ემოციებს ვერ მალავდნენ, გულშემატკივრებმა აღნიშნეს, რომ მეგობრობამ გაიმარჯვა, მხიარული სანახაობა იყო და მონაწილეებს კიდევ თამაშის სურვილი გაუჩნდათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.