ხარაულის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად წარმატებისკენ ისწრაფვიან
28-05-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლის პედაგოგს თამაზ აბულაძეს მალე წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიენიჭება.

ხარაულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის თამაზ აბულაძის  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტის თვეში გამოიცა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას უმოკლეს დროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაზ აბულაძემ წარმატებით გაიარა გარე დაკვირვების გაკვეთილი და მალე მას წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიენიჭება.

პედაგოგს  სხვა წიგნებთან და კვლევებთან ერთად, გამოცემული აქვს წიგნი სკოლის ისტორიის შესახებ - „ორი სოფლის ჩირაღდანი“ .

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203