ქვემო მახოს საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის საყოველთაო ზეიმს შეუერთდა
28-05-2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო მახოს საჯარო სკოლა იმ  საყოველთაო ზეიმს შეუერთდა, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია.

„ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სალომე ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით სკოლაში მომზადდა ღონისძიება სახელწოდებით "ეს დღე ჩვენია". ღონისძიებაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა. მასწავლებლების დახმარებით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს ისტორია, თუ როგორ მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობა და რა რთული გზა გაიარა ამ ბედნიერი წუთებისთვის. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი ლალი ქათამაძე, რისთვისაც სკოლა მას მადლობას უხდის.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობა მიულოცა სკოლის დირექტორმა ქიშვარდი გორგოშაძემ 

სკოლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს,დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობას", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203