
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლის პედაგოგების ინიციატივით სახალისო აქტივობა განხორციელდა.
მიმდინარე წლის 20 მაისს, ვალის N4 საჯარო სკოლის პედაგოგის ირმა ჯანაშვილის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით - „მოდი ვიმეგობროთ“.
პროექტის მიზანს სომხური და ქართული სექტორის მოსწავლეების დამეგობრება წარმოადგენდა. ლექციის ფარგლებში ისაუბრეს თუ რამდენად საჭიროა ერთმანეთთან მეგობრობა, თანამშრომლობა და ასაკის მიუხედავად ერთმანეთის აზრების გაზიარება.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად მოხატეს ეზო და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: