ვაქირის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ აღნიშნეს
28-05-2019

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის შესწავლას ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა და დამსწრე საზოგადოებამ პირველკლასელებს ანბანის შესწავლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203