
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა.
სკოლის ინფორმაციით, ამ დღეებში მათ რიგებს შეემატა სამოქალაქო განათლების ახალგაზრდა პედაგოგი მაია არახამია, რომელსაც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნულ ფორუმზე მიენიჭა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება.
ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლე ახალგაზრდობა ულოცავს ქალბატონ მაიას ამ დიდ დამსახურებას და უსურვებს მომავალ წარმატებებს.
იხილეთ ფოტოები: