
დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარის დარეკვა იზეიმეს.
ღონისძიებას, რომელიც კურსდამთავრებულებისა და მათი ხელმძღვანელის ორგანიზებით ჩატარდა, სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მინი სპექტაკლის სახით წარმოადგინეს ის დღე, როდესაც მათ 12 წლის წინ პირველად შეაღეს სკოლის კარი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით 2019 წლის ბოლო ზარი დაუვიწყარი იქნება სკოლისთვის. მათი წარმოდგენა საინტერესო და სახალისო იყო მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეებისათვის.
იხილეთ ფოტოები: